დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოეს
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოეს

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „ჩეკ ინ ჯორჯიასა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისის „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოვა.

საპატიო ზუგდიდელებად სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ოთხ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ზუგდიდელი შეარჩია.

საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ზუგდიდის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელ მარინე წულეისკირს, ქორეოგრაფ რეზო ჩხეიძეს, ზუგდიდის N 10 საჯარო სკოლის დირექტორ ზურაბ კუპრეიშვილს და სამგზის მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსში დავით ქირიას.

ზუგდიდის მერმა საპატიო ზუგდიდელებს სიმბოლურად გასაღები გადასცა. ასევე, მათ ფასიანი საჩუქრები და ღვთისმშობლის კვართის ხატები გადაეცათ.

საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭება ტრადიციული გახდება და ყოველ ვლაქერნობას აირჩევენ საპატიო ზუგდიდელებს.

დატოვე კომენტარი