„ქართული ხმები“ სიმღერით „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“ – ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

20:00, 25.12.2019

ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, დათო გოგიაშვილი და გურამ თამაზაშვილი ასრულებენ სიმღერას „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“.  როიალთან კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ლექსის ავტორი მედეა კახიძე. ვიდეო გადაღებულია 1990-იან წლებში.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი

მსგავსი