ჩარლზ ჩხოტუა
აფხაზი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი, რომელმაც 52 წლის ასაკამდე ისე იცხოვრა, წინაპართა სამშობლო თვალით არ უნახავს, მაგრამ მუდამ ამაყობდა თავისი წარმომავლობით. დაიბადა ამერიკაში, გაიზარდა შვეიცარიაში, ცხოვრობდა ინგლისსა და ესპანეთში. ორი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის დიდი ნდობით აღჭურვილი პირი, პოლიტოლოგი, დიპლომატი, სპორტსმენი, მუსიკოსი… პატრიოტი, რომლის ანდერძმა ის თავის ფესვებთან დააბრუნა. დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთის ქვეყნებში დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს პირველი წარმომადგენლის ჩარლზ ჩხოტუას ცხოვრება.
სცენარის ავტორი: ნინო ჩუტკერაშვილი, რეჟისორი: გიორგი მოლოდინაშვილი