კულტურის მინისტრი ხორავას სახელობის თეატრს სტუმრობდა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული ინფრასტრუქტურა კულტურის მინისტრმა დაათვალიერა და შემოქმედებითი პროცესების შესახებ ინფორმაცია თეატრის ადმინისტრაციისგან მოისმინა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სენაკის სახელმწიფო თეატრი, რომლის ისტორია 1881 წლიდან იწყება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული. შენობას სრული რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა და ახლა იგი აღჭურვილია თანამედროვე სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემებით.
2021 წლიდან, განახლებულ თეატრში ფუნქციონირებს დიდი და მცირე დარბაზები, სარეპეტიციო სივრცე და მუზეუმი.