ბაზიერთა ორდღიანი ფორუმი გაიმართა
თბილისში ბაზიერთა ორდღიანი ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მთავარი თემა იყო „მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია – თანამედროვე გამოწვევების წინაშე“. საქართველოს ბაზიერთა კავშირისა და ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმში აჭარის, გურიის, სამეგრელოს, ფოთისა და თბილისის ბაზიერთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. ფორუმს ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები. ფორუმის მიზანი იყო უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება, ბაზიერთა საზოგადოების გაძლიერება, დარგში არსებული გამოწვევების ერთობლივი განხილვა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა.