აჭარის ტელევიზიის ახალი სივრცე
„შენთან ყოველთვის“- ამ სლოგანით აჭარის ტელევიზია უწყვეტი მაუწყებლობის 39-ე წელს ახალ სივრცეში, განახლებული პროგრამული ბადითა და მრავალფეროვანი სიახლეებით ხვდება. რამდენიმეთვიანი რეორგანიზაციის შემდეგ, მაუწყებელმა ფუნქციონირება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სამუშაო სივრცეში განაახლა.
მთავარი პრიორიტეტი კვლავ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პროექტები, მედიაპროდუქტების ფართო სპექტრი და მაყურებელთან მჭიდრო უკუკავშირია. არსებულ გადაცემებთან ერთად, სატელევიზიო ბადეში ახალი, საინტერესო პროექტების დამატება იგეგმება.