„ქართული ხმები“ სიმღერით „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“ - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, დათო გოგიაშვილი და გურამ თამაზაშვილი ასრულებენ სიმღერას „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“.  როიალთან კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ლექსის ავტორი მედეა კახიძე. ვიდეო გადაღებულია 1990-იან წლებში.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი