გარდაიცვალა „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე
გარდაიცვალა „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე

უბედური შემთხვევის შედეგად, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა.

შემთხვევა რაჭაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ონის რაიონის სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, რის შედეგადაც ბაკურაძე ხევში ჩავარდა.

ზურაბ ბაკურაძე სხვადასხვა დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტებში მონაწილეობდა და იყო ქართული სიმღერების ტელეგაკვეთილების წამყვანი.