ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ვწუხვარ „ქართული ხმების“ სოლისტის, უნიჭიერესი ახალგაზრდის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.