კახა კუჭავა - ვწუხვარ ნიჭიერი მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო
კახა კუჭავა - ვწუხვარ ნიჭიერი მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „ქართული ხმების“ სოლისტ ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

„ვწუხვარ, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტ ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს კახა კუჭავა.

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.