გვანცა ფიფია “სევდის მქსოველი”
ცუდი ამბის გაგონებისას მეგრელები გულით წამოიძახებენ ხოლმე: “ოშ გვალას იშო!” (ასი მთის იქით!) ეს ხომ ადამიანური მოთხოვნილებაა – რაღაც ცუდი, რაც შეიძლება შორს იყოს ჩვენგან. მე კი ერთხელ ძალიან შემებრალნენ სადღაც ასი მთის იქით, ასმეერთე მთაზე, “ოშართგვალაზე” მცხოვრებნი… და მათი ნახვა მომინდა… ვის აღარ გადავეყარე ამ უცნაურ ადგილას… ერთერთი ასეთი ამბავი არის მოთხრობილი ამ რადიოპიესაში, ამბავი ჰაზირზე – ჭაობის სულზე, მთვარისფერ ტირიფზე, რომლისაც ყველას ეშინია, მაგრამ ყველას სჭირდება.
ნაწყვეტი გვანცა ფიფიას რომანიდან „ოშართგვალა“
რადიოვერსიის ავტორი: გვანცა ფიფია
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმება: ნათია ხოშტარია
ხმის რეჟისორი და მონტაჟი: ბაკო ხვიჩია
სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ კანდელაკი
ჰაზირი – ლილი ხურითი
უცხოტომელი – ნიკოლოზ ფაიქრიძე
მთხრობელი – გვანცა ფიფია
მონაწილეობენ: ანა მატუაშვილი, ნინო ბოგვერაძე, მეგი მაღლაფერიძე, ზურაბ კანდელაკი, ბაკო ხვიჩია
