კონტაქტი
BVOD პლატფორმა
ჩვენი სოც. გვერდები
საქართველოს რადიო მაუწყებლობს 1925 წლიდან.
ჰიმნი
მუსიკა
საინფორმაციო
ყოველდღე, ყოველ საათში ერთხელ, 07:55-იდან საათიდან 22:00 საათამდე საქართველოს რადიოს ეთერში, პირველი არხის საინფორმაციო სამსახური მსმენელებს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მთავარი მოვლენების შესახებ. ჩვენ ოპერატიულად ვაშუქებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისათვის.
პოეზიის ერთი წუთი
საქართველოს რადიო ასი წლისაა. გთავაზობთ არქივიდან იმ ხმებს, ემოციას, რაც ამ დროის განმავლობაში დააგროვა რადიომ, რასაც ოქროს ფასი აქვს და „ოქროს ფონდის“ სახელით არის ცნობილი. ყოველდღე საქართველოს რადიოს ეთერში მოუსმენთ ფონდში დაცულ ქართველი პოეტების ლექსებს. პროექტის ავტორი თამარ ოქრუაშვილი.
სი ბემოლ ვიტამინი
მუსიკალურ-გასართობი პროგრამა, ყველა დროისა და ჟანრის (პოპი, ჯაზი, სოული, კლასიკა, ქალაქური და სხვ.) საუკეთესო ნიმუშები, მათი პირველადი და სრულიად განსხვავებული, უცხო ვერსიები, სიახლეები, ახალი ჩანაწერები, საინტერესო ისტორიები, გამოჩენილი მუსიკოსების ცხოვრების გზა და სამი ვიტამინი მელომანისგან.
ფერმერის დილა
ცოდნით დაწყებული საქმე, ახალი ტექნოლოგიები და ტრადიციული მიდგომები, წარმატებული ფერმერები, აგროსფეროს სიახლეები, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ამბები
ჩაი ორისთვის
შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუ შაბათ-კვირას ბევრი საინტერესო რუბრიკით, გემოვნებიანი კლასიკური და თანამედროვე მუსიკით, ვიქტორინით, მოწვეული სტუმრებითა და მსმენელთა სატელეფონო ჩართვებით.
ჩაკრულო
„ჩაკრულო“ - ქართული ხალხური სუფრული სიმღერის მწვერვალი, დღესაც მოგზაურობს გალაქტიკაში, როგორც დედამიწის ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიმუში.
42°პარალელი რადიოში
პირველი არხის ანალიტიკოსები და მათი სტუმრები წარმოგვიდგენენ იმ საერთაშორისო მოვლენების ანალიზს, რომლებიც გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებს ქმნიან და ირეკლება ქართულ სინამდვილეზე
ესტაფეტა
თოქ-შოუ „ესტაფეტა“ სპორტულ სარბიელზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.
რადიო აკუსტიკა
გადაცემის მიზანია, მსმენელთა შემეცნებისა და თვალსაწიერის გაზრდა, მუსიკის მეშვეობით საზოგადოების ფასეულობებსა და ღირებულებებზე გავლენის მოხდენა, ეთნიკურ უმცირესობათა მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენა, კულტურული დიალოგის გაღრმავება.
აკა მორჩილაძე - დაკარგული წიგნები
პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული
რადიო ექსპრესი
შემეცნებით-გასართობი გადაცემა მსმენელს დინამიკურ, სახალისო, საინტერესო თემებით დატვირთულ ეთერს სთავაზობს
მთელი ეს როკი
საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ შავლეგ გეგეჭკორის და გაგა გობრონიძის საავტორო გადაცემას - მთელი ეს როკი. რა არის როკ მუსიკა, როგორ ასახავს ეპოქას, როგორ გამოხატავს პროტესტის და თავისუფლების იდეებს. რა გავლენას ახდენდა და ახდენს ის მსმენელზე. მთელი ეს როკი - ეს არის გამორჩეული ადამიანების, განსხვავებულად მოაზროვნე ინდივიდების, სოლო მომღერლების და როკ-ჯგუფების, ეპოქის ისტორია.
სპორტული ამბები
უცნობი მუსიკა
მუსიკალურ-კულტურული გადაცემის მიზანია, მაქსიმალურად წარმოაჩინოს კავშირი მუსიკასა და იმ საზოგადოებების მსოფლმხედველობას შორის, რომლის სიღრმეშიც იქმნებოდა.
ახალი მუსიკა კვირიდან კვირამდე
მუსიკის თორმეტი მოციქული
შემეცნებით-მუსიკალური გადაცემის მიზანია ქართული და უცხოური მუსიკის, მუსიკალური ჟანრების პოპულარიზაცია
ტრადიციული მუსიკა
„ტრადიციული მუსიკა“ მიხეილ ჯავახიშვილთან ერთად. იშვიათი, საყვარელი, მივიწყებული და მონატრებული სიმღერების საინტერესო ვერსიები საქართველოს რადიოს ეთერში.
რადიოკალენდარი
ადამიანები, თარიღები, მოვლენები, რომელთა შესახებ კალენდარი ინფორმაციას ინახავს. ადამიანები, რომლებიც ყვებიან იმაზე, რაც ამ მოვლენასა და თარიღზე თავად იციან, გიზიარებენ საკუთარ თვალით ნანახს და ნაგრძნობს. უნიკალური ჩანაწერები რადიოარქივიდან, რომელსაც ჩვენ თქვენთვის ვაცოცხლებთ.
ერთი ფილმის მუსიკა
ყოველ კვირას 19:00 საათზე, გამეორებით სამშაბათს 22:00 საათზე. „ერთი ფილმის მუსიკა“ – ლიკა ხორბალაძესთან და გიორგი ხუციშვილთან ერთად. სივრცე სადაც მუსიკა მთავარია.
ღამე ოპერაში
ღამე ოპერაში შავლეგ გეგეჭკორთან ერთად - 6 აპრილიდან, ყოველ ოთხშაბათს, ღამის 00:00 საათზე.
ისტორიის პოპ გაკვეთილები
გია ხატურის პოპ გაკვეთილები საქართველოს რადიოს ეთერში გთავაზობთ - ყველაზე მოულოდნელ და გამორჩეული ქავერს, ეგზოტიკური ნომერს, კინომუსიკას, აუტსაიდერებს, ავანგარდს, უსახელო გმირს და ქართულ სიმღერას - ყოველ კვირას, 23:00 საათზე - ყველაფერი პოპ მუსიკის შესახებ.
რადიოდადგმა
პიკის საათი
პიკის საათის შემოქმედებითი ჯგუფი უცვლელად გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან დილას საინტერესო სტუმრებით, თემებით და სიუჟეტებით
შუადღის პიკის საათი
მუსიკა, ლიტერატურა, სტუმარი, საინტერესო მოვლენები და სახალისო ისტორიები
კლასიკა ყველასთვის
ერთად ვიმოგზაუროთ კლასიკური მუსიკის სამყაროში, მოვუსმინოთ მუსიკალურ სიახლეებს, საინტერესო ამბებს, უნიკალურ ჩანაწერებს და სხვადასხვა ეპოქის შედევრებს
საღამოს პიკის საათი
დაგეგმეთ საღამო ჩვენთან ერთად, მოუსმინეთ მუსიკას, შეხვდით სტუმარს, გაიგეთ დღის ისტორია.
ღია სტუდია
ეკონომიკა, პოლიტიკა, მეცნიერება, განათლება, სოციალური საკითხები, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველოს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება
სპექტაკლი ღამით
კვირის თემა
წამყვანი - ნათია გამცემლიძე
მსოფლიოს ამბები
მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების დაიჯესტი, მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის მთავარი თემები.