ჩაკრულო
13:10

ოთხშაბათი; 13:10

“ჩაკრულო” – ქართული ხალხური სუფრული სიმღერის მწვერვალი, დღესაც მოგზაურობს გალაქტიკაში, როგორც დედამიწის ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიმუში. ჩვენც გადავწყვიტეთ პროგრამისთვის ეს სახელი გვეწოდებინა.

“ჩაკრულო”, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ აზიარებს მსმენელს ლეგენდად ქცეული მომღერლების ხელოვნებას, სთავაზობს მათ შემოქმედებით პორტრეტებს, თითოეული სიმღერის წარმოშობის ამბავს, ხალხური პოეზიის ნიმუშებს.

გადაცემა პირდაპირ ეთერში წარადგენს როგორც ახალბედა, ასევე სახელგანთქმულ ანსამბლებს.

ჩვენ ვცდილობთ შევეხოთ ფოლკლორში მიმდინარე პრობლემურ თემებს, რა თქმა უნდა, დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბალანსის დაცვით.