ანსამბლი „ბასიანი“ აშშ-ში კონცერტებს მართავს 
ანსამბლი „ბასიანი“ აშშ-ში კონცერტებს მართავს 

ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ გასტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გრძელდება.

10 ნოემბერს „ბასიანი“ კონცერტს პენსილვანიაში გამართავს, ხოლო გასტროლს ანსამბლი 12 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონცერტით დაასრულებს.

ანსამბლმა „ბასიანმა“ სოლო კონცერტები უკვე გამართა ბერლინში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა-მონიკაში, ჩიკაგოში, სანტა-ფეში და ნიუ-მექსიკოს შტატში.