ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას და ბრალდებებს თიანეთის მერი პასუხობს. პირველ არხთან საუბარში თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ მუნიციალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემაა, თუმცა მეჭიაური ამ პროცესს ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართულს უწოდებს.
“დიახ, შეფერხებები ნამდვილად იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ტენდერი ჩატარდა გუშინ და გამოვლინდა გამარჯვებული, ორშაბათიდან გამოსწორდება მდგომარეობა. დავინტერესდი, რატომ მივიდა საქმე აქამდე, ახსნა განმარტებას ვაწერინებ ყველას. ეს საბოტაჟია.
ვმუშაობ იმ სტრუქტურით და იმ კადრებით რაც დამხვდა, ჩემსას არ ამტკიცებს საკრებულო, რომელსაც ქუნაშვილი მართავს. მერიის წარმომადგენლები ქვიათ და ქუცნაშვილის წარმომადგენლები არიან. შეშით მომარაგების საკითხიც ხელოვნურად შექმნეს და საქმის კურსში არ ჩაგვაყენეს. ახლა კი მეჭიაური ხალხს ყინავსო, ამბობენ”, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში თამაზ მეჭიაური.
ზაქარია ქუცნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თიანეთში უკვე მე-11 დღეა მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც მისი თქმით, მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.