ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი ღარიბაშვილი მეჭიაურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო. მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.

ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.

თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.