გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური
გარდაიცვალა თამაზ მეჭიაური

67 წლის ასაკში თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

თამაზ მეჭიაური 1954 წლის პირველ დეკემბერს სოფელ ჟებოტაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.

თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.