თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.

ახლობლების ინფორმაციით, გულისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით სამოც წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.