თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხობს
თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხობს

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლების არაადამიანურ პირობებში მუშაობას ეხება.

„შეშას თიანეთში ზაფხულში იმარაგებენ, ნოემბრის შუა რიცხვებამდე თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, სად შეუკვეთეს? რა დამახვედრეს? როცა მოვედი ყველა შვებულებაში იყო, შეშას სახლებში ვერ მივუტანდი.

მოვიკითხეთ ეს საკითხი და გადავუგზავნეთ სატყეო სააგენტოს, რომ გამოეყოთ შესაბამისი მერქანი. პასუხი მივიღეთ 25 დეკემბერს და ახლაც პროცედურები მიმდინარეობს“,- განაცხადა მეჭიაურმა.

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს სამი თვეა გათბობის გარეშე უწევთ მუშაობა.