თიანეთის მერიაში ხმაურია 
თიანეთის მერიაში ხმაურია 

ხმაურია თიანეთის მერიაში. თამაზ მეჭიაურის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები პასუხისმგებელი პირისგან განმარტებას ითხოვენ, თუმცა მერი შვებულებაშია.

სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის ყოფილმა წარმომადგენლებმა მერიაში სასამართლოდან გადაინაცვლეს, სადაც მოსამართლემ მათ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

თიანეთის სასამართლომ გათავისუფლების თაობაზე მერის ბრძანება გააბათილა და საკითხის ხელახალი განხილვა იურიდიულ სამსახურს დაავალა. სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლოსგან სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

თამაზ მეჭიაურმა ისინი მარტში გაათავისუფლა. მიზეზად რამდენიმე მოსახლისთვის მთის მცხოვრებლის სტატუსის არაკანონიერად მინიჭება და ამასთან დაკავშირებით დისციპლინური კომისიის დასკვნა დასახელდა.

თავად გათავისუფლებულები კი, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიზეზი მათ მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა.

დატოვე კომენტარი