გიორგი ხუმარაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
გიორგი ხუმარაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ორი დღის წინ თიანეთში თვითმკვლელობა სცადა, მძიმეა.

ახლგაზრდა მამაკაცი გუშინ თიანეთიდან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე კომატოზურ მდომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
გიორგი ხუმარაშვილის დედის, ნენე ხარხელაურის ინფორმაციით, თვითმკვლელობის ცდელობას მის შვილსა და სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბექაურს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.

მისვე თქმით, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს სთოვდა, თამაზ მეჭიაურის გადაადგილების მარშრუტისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა. ნენე ხარხელაურის განცხადებით, რწმუნებულს მისი შვილისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ სურდა.

„ზურაბ ბექაურის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩემი შვილი თამაზის მძღოლია, ბექაურმა თვითონ მიიყვანა მეჭიაურთან. მერე კი უნდოდა ინფორმაცია გაეგო, სად მიდიოდა თამაზ მეჭიაური, ვისთან ჰქონდა შეხვედრა და ა.შ. ამ ინფორმაციას რომ ვერ იღებდა ჩემი შვილისგან, ამან გააღიზიანა. ჩემი შვილი სულ დაძაბული იყო, მეუბმებოდა, ბექაურის საქციელები არ მომწონსო.

ინციდენტის დღეს ჩემი შვილი ზურას თბილისში უნდა გაყოლოდა. ჩემმა შვილმა მას სამ- ოთხჯერ დაურეკა და უთხრა: ზურა, თუ არ მიდიოდი თბილისში, გეთქვა და მე ჩემით წავიდოდიო. მერე ბექაური ჩვენს სახლში მოვიდა, ყვიროდა, ღრიალებდა. ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა, დაარტყა. ჩემმა შვილმა მიაძახა, რომ ამას არ აპატიებდა. ვფიქრობდი, პოლიცია წაიყვანდა ჩემს შვილს. ალბათ, თვითონაც ასე იფიქრა და შეეშინდა, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს“, – განაცხადა ნენე ხარხელაურმა.

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში იმფებოდა და მის ყოფილ მძოლთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არ ვიცოდი, რომ ზურაბ ბექაური ინტერესდებოდა ჩემ შესახებ ინფორმაციებით. გიორგის დედისგან გავიგე. შოკისმომგვრელია ჩემთვის. ბექაური რამდენად იყო ჩართული, არ ვიცი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების იმ ნაწილზე, რომლებიც ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, მერე სხვადასხვა პარტიებში გადავიდნენ და ბოლოს ჩემთან მოხვდნენ, ამ ნაწილზე აშკარად მიდიოდა მუშაობა.

ჩემზეც იყო შანტაჟის მცდელობა როცა, ერთერთმა მათგანმა ჩემი გარემოცვიდან მოინდომა ჩემი დაშანტაჟება, რომ თუ არ დავტოვებდი მერის პოზიციას, გამომიქვეყნებდნ რაღაც კომპრომატებს.

ეს მცდელობა ჩემზეც იყო და არ ვიცი, მასზეც თუ ჰქონდათ რამე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტსრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.