საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა მიმდინარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

თიანეთის მერი საკონსტიტუციო სასამართლოში მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ასაჩივრებს.

მოსარჩელის მტკიცებით, ნორმები უშვებს  მუნიციპალიტეტის პირდაპირი გზით არჩეული მერის დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.

თამაზ მეჭიაური პროცესს არ ესწრება, მის ინტერესებს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძემ იცავს.

„დღეს არსებული ჩანაწერი არ ავალდებულებს საკრებულოს, მიუთითოს მიზეზი, რატომ ახდენს მერის თანამდებობიდან გადაყენებას. მეჭიაურს ჯერჯერობით პრობლემა არ შექმნია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ თიანეთსა და ოზურგეთში არსებული რელობა, როდესაც მერის თანამდებობა დამოუკიდბელ კანდიდატს ან პოლიტიკურ პარტიას უკავია და საკრებულოს აკონტროლებს სხვა პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში  ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ საკრებულომ ძალიან მარტივად ჩამოიცილოს ის მერი, რომელიც არ არის მისი პოლიტიკური პარტიის წევრი. აღნიშნული საფრთხე რეალურად გაჩნდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ორ მუნიციპალიტეტში”,- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მოსამართლეები მხარეების არგუმენტებს ისმენენ.