თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას პარლამენტის მხარდაჭერა არ აქვს
თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას პარლამენტის მხარდაჭერა არ აქვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა უკვე წარდგენილ ათკაციან სიას პარლამენტის მხარდაჭერა არ აქვს.

ჩუგოშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა იმსჯელოს.

„ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ეს არის ჩემი განცდა. მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის მხარდაჭერის, როგორც კონკრეტული გვარების, ისე იმის გამოც, რა ფორმით მოხდა სიის შემოთავაზება პარლამენტისთვის, წინასაახალწლოდ, განუხილველად, შესაბამისი დისკუსიების და მსჯელობის გარეშე და გამოიწვია კიდეც საზოგადოების გულისწყრომა.

არ მგონია, რომ ჩვენ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ. არ მგონია, რომ საერთოდ უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე,ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს, ვიდრე არ გაწერს ყველაფერს, რაც გასაწერია კანონმდებლობაში“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.