თამარ ჩუგოშვილი - შს მინისტრის გამოსვლაში გამოჩნდა სისტემის განვითარების მკაფიო ხედვა და სწორი აქცენტები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა მინისტრს შთამბეჭდავი გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ შს მინისტრის გამოსვლაში რამდენიმე რამ გამოჩნდა – პირველ რიგში, ძალიან ნათელი, სისტემის განვითარების მკაფიო ხედვა და სწორი აქცენტები.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად პირველად ვისმენთ შინაგან საქმეთა მინისტრის-ვიცე პრემიერის მოხსენებას. საერთოდ მთავრობის წევრის მოხსენებას ამ ფორმატში. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ფორმატის არჩევისთვის. ბევრჯერ გვითქვამს და გავიმეორებ, რომ საპარლამენტო ფორმატი და საპარლამენტო ტრიბუნა არის ყველაზე ეფექტური, სწორი ტრიბუნა მოსახლეობასთან, ჩვენს საზოგადოებასთან სასაუბროდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარკვეული ვნებათაღელვა არსებობს. ასე რომ, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, მოხარული ვარ, რომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრს ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლისთვის, გულწრფელად ვამბობ ამას. იმიტომ, რომ ამ გამოსვლაში რამდენიმე რამ გამოჩნდა, პირველ რიგში ძალიან ნათელი მკაფიო ხედვა სისტემის განვითარების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ რთულ და მნიშვნელოვან სისტემასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და გამოჩნდა სწორი აქცენტები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.