თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს
საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ბევრად აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხის შესახებ, რომელიც არაერთ ფორმატში გვაქვს დაყენებული შეერთებულ შტატებთან. ასევე, ვფიქრობთ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, სხვა კუთხით გააღრმავოს ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.