თამარ ჩუგოშვილი - საპარლამენტო ასამბლეამ ფინანსების კუთხით რუსეთის ზეწოლას უარი უთხრა
საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ზეწოლას ფინანსების კუთხით უარი უთხრა, – ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის გამოსვლიდან რამდენიმე საკითხი იკვეთება.
„პირველ რიგში, დაძაბულობა, რომელიც არსებობს ევროპარლამენტსა და მინისტრთა კომიტეტს შორის აუცილებლად უნდა განიმუხტოს და თანაც რაც შეიძლება დროულად. ჩვენ მომავალ წელს გვიწევს ახალი გენერალური მდივნის არჩევა და ეს პროცესიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ღირსეული კანდიდატი, რომელიც ევროსაბჭოს დაეხმარება არსებული პრობლემების დაძლევაში, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, გენერალური მდივანი რუსეთის პრობლემას ძირითადად ფინანსების შემცირების კუთხით წარმოადგენს.
„ორი დღეა ის აქცენტს აკეთებს, რომ თუ რუსეთთან დაკავშირებული პრობლემების მოხსნა არ მოხდება, მაშინ ფინანსური პრობლემები შეექმნება ორგანიზაციას. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამ კატეგორიებით იზომებოდეს ევროსაბჭო და ძალიან კარგია, რომ ეს პოზიცია საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა – ფინანსების კუთხით ზეწოლას უარი უთხრა და ის პოზიცია დააფიქსირა, რა პოზიციაც ევროსაბჭოს ამ სიტუაციაში შეიძლება რუსეთის მიმართ ჰქონოდა“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.