თამარ ჩუგოშვილი - „რუსთავი 2“-ის პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ, ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება
„რუსთავი 2“-ის პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ, ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად განხორციელდა, „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობაზე არ ასახულა.
„რასაც ვუყურებ, არხი მუშაობას ისე აგრძელებს, როგორც აქამდე მუშაობდა. არხის მუშაობას რაიმე სხვაობას ვერ ვატყობ. გამიხარდებოდა, ეს არხი უფრო ობიექტური და მიუკერძოებელი ყოფილიყო, მაგრამ როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, ისე საქმიანობენ. მგონი, ცვლილებები, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან განხორციელდა, „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობაზე არ ასახულა.
როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ მაუწყებლობასთან დაკავშირებით არხის მფლობელი, მენეჯმენტი და ჟურნალისტები, მათი საქმეა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ყალბი ინფორმაციის ნაცვლად, ობიექტური მაუწყებლობა ჩამოაყალიბონ, მათი საქმეა. ამ პროცესში ვერ ჩავერევი. ეს ჟურნალისტებისა და მენეჯმენტის გადასაწყვეტია. „რუსთავი 2“-ის მიმართ ერთი პრეტენზია მაქვს, როცა მე და ჩემი კოლეგები ყალბი ინფორმაციის, ცილისწამების ობიექტები გავმხდარვართ, ეს არავის არ მოსწონს, მეც მათ შორის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეიძლება შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით, თავისი ბრალდებებით და პირდაპირ ვთქვათ, სიმულაციებით, რაც მოყვა მან წართმევის პერიოდთან დაკავშირებით, უბრალოდ, ხელისუფლების „ტროლია“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა ბრიფინგზე განაცხადა.
დვალის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობა და მის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის შექმნას ცდილობს.