თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ ოპონენტი შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ ოპონენტი შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.
თამარ ჩუგოშვილი გიგა ბოკერიას ურჩევს, შალვა შავგულიძეზე ისაუბროს.
„სჯობს, ბოკერიამ თავის კანდიდატზე ისაუბროს. ჩვენი ოპონენტი იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული. ვინ ვისთან არის და ვინ ვისი სახელით იყრის კენჭს, ასე თუ ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ კანდიდატებთან არის კითხვები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.