თამარ ჩუგოშვილი - გიორგი ქობულია არც ისე ცოტა ხანს იყო მინისტრი, სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, მისი პასუხისმგებლობა იყო
გიორგი ქობულია არც ისე ცოტა ხნის განმავლობაში იყო ეკონომიკის მინისტრი, შესაბამისად, სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„თუ ასეთი პრობლემები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, დროულად გავცეთ პასუხი ამ ამოცანებს. მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი წყვეტს მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებს. დანარჩენი, შიდა პოლიტიკური კონსულტაციები როგორ მიმდინარეობდა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.