თამარ ჩუგოშვილი - დელეგაციის წევრებმა საკუთარი ადგილი დაუთმეს გიორგი კანდელაკს, რათა მას სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონოდა
ჩვენი დელეგაციის წევრებმა, საპარლამენტო გამოსვლის დროს, თავისი ადგილიც კი დაუთმეს ბატონ გიორგი კანდელაკს, რადგან მან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ითხოვა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
„ამ ყველაფრის მერე, სერგი კაპანაძე მოგვიწოდებს, პასუხი გავცეთ საზოგადოებას, რატომ არ ვუჭერთ მხარს საკითხს, რომელიც არის ჩვენივე ინიცირებული, რაც ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, „ეს ყველაფერი არანაირი პოლიტიკური თამაშის წესებსა და კულტურაში არ ჯდება“.
„მინდა, ვთხოვო სერგი კაპანაძეს, კარგად გაერკვეს საკითხში, ვიდრე ბრიფინგს ჩაატარებს და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რადგან, როგორც ჩანს, ან მიზანმიმართულად უნდა მსმენელის შეცდომაში შეყვანა, ან უბრალოდ, ბევრი თავისუფალი დროის ქონის გამო, გადაწყვიტა, მოახდინოს სხვა ადამიანებიც იმ თემებით, რომლებიც სიმართლეს და სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.