სპეცოპერაციის ზონიდან საპატრულო პოლიციამ კიდევ ერთი ოჯახი გაიყვანა 
სპეცოპერაციის ზონიდან საპატრულო პოლიციამ კიდევ ერთი ოჯახი გაიყვანა 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ზონიდან საპატრულო პოლიციამ კიდევ ერთი ოჯახი გაიყვანა.

ისინი საპატრულო პოლიციის მანქანებით წაიყვანეს.

ჯერ არ არსებობს მონაცემები, რამდენი ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო.

სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ისმის სროლის ხმაც.