სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი 
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელია დაჭრილი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. სუს-ის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.