სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ფონდმა „ქართუმ“ საცხოვრებელი ბინა შეუძინა
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
სუს-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინა ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა. გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.