თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სროლის ხმა ამ დრომდე იმის.
ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.
პერიოდულად სპეცოპერაციის ადგილზე დამატებითი ტექნიკა შედის.
სავარაუდოდ, ტექნიკა და სამართალდამცველები რამდენიმე ადგილზე გადანაწილდებიან.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.