სპეცოპერაციის ადგილზე დამატებითი ძალებისა და ტექნიკის მობილიზება ხდება
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ძალებისა და ტექნიკის მობილიზება ხდება.
ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტის შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
მისი ინფორმაციით, დამატებითი ძალები და ტექნიკა სპეცოპერაციის ადგილზე ცოტა ხნის წინ შევიდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.