სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სტეპანაკერტს ცეცხლი გაუხსნეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ქალაქ სტეპანაკერტს ცეცხლი გაუხსნეს.
მათივე ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სროლის შედეგად მრავალი დაჭრილია, დაშავდნენ ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ოგანესიანმა.