სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მდინარე არაქსის ხეობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მდინარე არაქსის ხეობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მდინარე არაქსის ხეობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ოვანესიანის გაცხადებით, არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებულ ყველა შეტევასა და შტურმის მცდელობას.

„ამ დროისთვის განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი და 10 ერთეული სხვა ტექნიკა. განადგურებულია 370-ზე მეტი სამხედრო. მოწინააღმდეგეს უფრო მეტი დაჭრილი ჰყავს“, – განაცხადა არცრუნ ოვანესიანმა.