სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვის შესახებ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვის შესახებ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თოვუზის რაიონში, სოფელ კოლაგირში განთავსებული აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებას ეხმაურება.

თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული მხარის განცხადებას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა. თავდაცვის უწყების განმარტებით, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს არც ერთი გასროლა არ განუხორციელებია აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 27 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:40 საათზე სოფელ კოლაგირთან განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფს ცეცხლი ტოვუზის რაიონის მიმართულებით გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება სომხეთს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს.