სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სტეპანაკერტს ​ცეცხლი გაუხსნეს

14:25, 02.10.2020

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ქალაქ სტეპანაკერტს ​ცეცხლი გაუხსნეს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სროლის შედეგად მრავალი დაჭრილია, დაშავდნენ ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ოგანესიანმა.

მსგავსი