სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. არწრუნ ჰოვანისიანის თქმით, ის მუშაობას სამეცნიერო სფეროში გააგრძელებს და ახალი თაობის განათლებას მიჰყოფს ხელს.

„ამ ომის დროს ინფორმაციულ სივრცეში ვმოქმედებდი. როგორ გავართვი თავი ომს, ამას დრო და პროფესიონალები შეაფასებენ. შეცდომები ყველას მოსდის. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, რადგან ვნახე, როგორ იბრძოდნენ ჩემი მეგობრები. 9 ნოემბერს შევწყვიტე ამ თანამდებობაზე საქმიანობა“, – წერს ჰოვანესიანი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.