სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს აზერბაიჯანელ სამხედროებს, დაუყოვნებლივ დატოვონ სომხეთის ტერიტორია
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს აზერბაიჯანელ სამხედროებს, დაუყოვნებლივ დატოვონ სომხეთის ტერიტორია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს აზერბაიჯანელ სამხედროებს, დაუყოვნებლივ დატოვონ სომხეთის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი იტოვებს უფლებას, ეს საკითხი ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალისმიერი გზითაც გადაჭრას.

ამის შესახებ ნათქვამია განაცხადებში, რომელიც სომხეთის თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ბაქოში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის გაუხსნეს მათ პოზიციებს.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ამ ცნობას უარყოფენ და ამბობენ, რომ ბაქო საკუთარი პროვოკაციული ქმედებების შესანიღბად ავრცელებს ბრალდებებს სომხური მხარის მისამართით.

შეგახსენებთ, მანამდე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლის შესახებ ინფორმაცია სომხურმა მხარემ გაავრცელა. მათი მტკიცებით 25 მაისს გეღერქუნიკის რაიონში სროლას სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბაქოში ამ ინციდენტთან კავშირს უარყოფენ. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისიდან დაძაბულია.

ერევანში აცხადებენ, რომ ამ დღეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს სიუნიქის, ასევე გეღარქუნიკის რაიონში და ამ დრომდე რჩებიან სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. ბაქოში ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული რუკებით, აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე არ გადასულან. დავის აღმოფხვრის მიზნით, რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია.