სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად ერთი სამხედრო დაიჭრა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად ერთი სამხედრო დაიჭრა.
თავდაცვის უწყების განცხადებით, დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, გეღარქუნიქის რაიონში განთავსებული სომხეთის შეიარაღებული ძალების მიმართულებით, აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან სროლები განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.