სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილას აფეთქებების ხმა ისმის.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა.
მთიანი ყარაბაღს ე.წ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის იერიშები უშედეგოა და მოწინააღმდეგე წინა ხაზზე შედეგს ვერ აღწევს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.