სოფო კილაძე - ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შუალედური არჩევნები ისე დემოკრატიულად წარიმართოს, როგორც ყველა წინა არჩევნები
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შუალედური არჩევნები ისე დემოკრატიულად წარიმართოს, როგორც ყველა წინა არჩევნები, – ამის შესახებ დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, მთავარია, რომ შუალედური არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. ვხედავთ, რომ რაღაც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი, ოპოზიციაც უნდა შეეცადოს ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, ერთმანეთთან დაპირისპირებას, რადგან საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება. ყველა მხარე ვალდებულია, დაიცვას კანონი, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.