ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდებს ეკიდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი ავტოცისტერნა მუშაობდა. ხანძარი დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.