ხულოში, სოფელ პაქსაძეების მოსახლეობამ გზების მოწესრიგების მოთხოვნით ხულო-ადიგენის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა
ხულოში, სოფელ პაქსაძეების მოსახლეობამ გზების მოწესრიგების მოთხოვნით ხულო-ადიგენის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

ხულოში, სოფელ პაქსაძეების ადგილობრივმა მოსახლეობამ ხულო-ადიგენის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზების მოწესრიგებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადიგენისა და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ზამთარში დაზიანებულ გზებზე ავტომანქანით გადაადგილება თითქმის ვერ ხერხდება.

„ყოველი არჩევნებისას მთავრობა გზის რეაბილიტაციას გვპირდება, თუმცა უშედეგოდ. აქციაც ამიტომ გავმართეთ და ვითხოვთ, რომ ადიგენისა და გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გზა მოწესრიგდეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხულოში ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით გადაკეთა.

აქციის მონაწილეებს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე შეხვდა. მან დრო პარასკევამდე მოითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ გზის კეთილმოწყობა ახლო მომავალში არ დაიწყება, მოსახლეობა აქციების გაგრძელებას გეგმავს.