სოფელ აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია

17:42, 25.04.2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდებს ეკიდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი ავტოცისტერნა მუშაობდა. ხანძარი დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი