ადიგენის გუნდი 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ადიგენის გუნდი 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

15-წლამდე გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატი ადიგენის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალური ეტაპი მასტერ ლიგის სტადიონზე გაიმართა.

გოგონათა შორის 7×7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატი 6 აგვისტოს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 34 გუნდი მონაწილეობდა. ადიგენმა აღმოსავლეთი რეგიონის ნახევარფინალში რუსთავი 2:0 დაამარცხა, ხოლო დასავლეთის რეგიონის გადამწყვეტ შეხვედრაში მარტვილმა ოზურგეთს 4:0 მოუგო.

მესამე ადგილისთვის მატჩში რუსთავმა ოზურგეთი 2:0 დაამარცხა, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი ადიგენმა მარტვილის გუნდს პენალტების სერიაში 7:6 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული პროექტი პირველად გასულ წელს ფესტივალის ფორმატში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 გუნდი მონაწილეობდა. მიმდინარე წლიდან კი ჩემპიონატმა რეგულარული სახე მიიღო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრიზიორი გუნდები და ნომინაციებში გამარჯვებულები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ და 7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, აკაკი ხლაბუსტოვმა დააჯილდოეს.

საუკეთესო მოთამაშეები ნომინაციების მიხედვით:

საუკეთესო ფეხბურთელი — ლიზი ცაავა

საუკეთესო თავდამსხმელი — ნინო მეტრეველი

საუკეთესო მცველი — სალომე მაჭარაშვილი

საუკეთესო მეკარე — მარიამ გელაძე

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი — მარიამ გელაძე

საუკეთესო უნივერსალი — მარიამ ხლაბუსტოვი

მენეჯერი — ჯაბა ენუქიძე