ადიგენში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

15:57, 16.05.2021

ადიგენში, სოფელ შოყასთან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შოფელ შოყასთან ხანძარი დილით გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სამაშველო-სახანძრო ბრიგადა.

რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ უცნობია.

მსგავსი