სკანდალის მიზეზად ქცეულ სარეკლამო ფოტოზე გამოსახული ბიჭის მშობლებმა საცხოვრებელი შეიცვალეს
სკანდალის მიზეზად ქცეულ სარეკლამო ფოტოზე გამოსახული ბიჭის მშობლებმა საცხოვრებელი შეიცვალეს

შვედური კომპანია H&M-ის სარეკლამო ფოტოზე გამოსახული ბიჭის მშობლებმა უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი შეიცვალეს და სხვა ქალაქში გადავიდნენ – ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

„ისინი მიიჩნევენ, რომ მე გავიყიდეაფროამერიკელებისთვის სასირცხვილო ადამიანი ვარ. მიიჩნევენ, რომ ფულის გამო, შვილი გავყიდე. პატივს ვცემ სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვიცი, რომ რასიზმი არსებობს, მაგრამ ჩემი შვილის მაისურზე დატანილ წარწერას რასიზმად არ მივიჩნევ“, – აცხადებს ბიჭის დედა ტერი მანგო მედიასთან საუბარში.

კომპანია H&M-ის ვებგვერდზე 8 იანვარს გამოჩნდა ჯემპრის რეკლამა, რომელიც ფერადკანიან ბავშვს ეცვა. ტანსაცმელს ეწერა – „უმაგრესი მაიმუნი ჯუნგლებში”. სოციალურ ქსელში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს, რის გამოც, შვედურმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა.